ჩემი პროექტი
Tuesday, March 29, 2016
Monday, March 7, 2016
Saturday, March 5, 2016
Tuesday, February 16, 2016
Friday, July 19, 2013
წყალი სიცოცხლეა
პროექტის სახელწოდება: ,,წყალი სიცოცხლეა“
პროექტის
აქტუალობა: მტკნარი წყლის
მზარდი მოხმარება მსოფლიოში, წყლის დამაბინძურებელი ფაქტორების სიმრავლე,სასმელი წყლის
რაოდენობის შემცირება (ჩემი სოფლის მაგალითზე) და დაბინძურებული მდინარე (ქსანი).
პროექტის
მიზანი: მოსწავლეებმა
მოიპოვონ და წარადგინონ ინფორმაცია, დაგეგმონ აქტივობები, სამოქმედო ვადები,აწარმოონ
კვლევა, შეძლონ კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ყველაზე სერიოზული პრობლემის
გამოყოფა,მისი გამომწვევი მიზეზების ჩამოყალიბება, პრობლემის მოგვარების თანმიმდევრული
ნაბიჯების მოფიქრება და მათი ეფექტურობის დასაბუთება.
მონაწილეები: მუხრანის #1 საჯარო სკოლის IX კლასის 6 მოსწავლე.
პროექტის
ხელმძღვანელი: ქიმია-ბიოლოგიის
მასწავლებელი ლალი ბანცური.
ვადების
ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი
შედეგები-პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 1. ელექტრონული და ვერბალური პრეზენტაცია;
2.მდინარის მიმდებარე ტერიტორიების რუკა.
3.გამოფენა.
4.აქცია.
5.სასკოლო კონფერენციის მოწყობა, რომელზეც მოიწვევენ
მშობლებს, მასწავლებლებს, ოფიციალურ პირებს (სოფლის ხელმძღვანელობიდან).
პროექტისათვის
საჭირო რესურსები: ადამიანური
რესურსები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, ინტერნეტი, კალამი, რვეული, პროექტორი.
პროექტის
მსვლელობა:
1.მოიპოვონ ინფორმაცია წყლის თვისებებსა და მნიშვნელობაზე,
მსოფლიოში მტკნარი წყლის მარაგის, წყლის დამაბინძურებელი ფაქტორების, მოსალოდნელი საფრთხეების
შესახებ და პროექტის თეორიული ნაწილისთვის მოამზადონ მასალა.
2.ჩაატარონ კვლევა შემდეგი მიმართულებით:
* არსებობს თუ არა თქვენს საზოგადოებაში სუფთა წყლის
პრობლემა.
*გაარკვიეთ ვინ არის პასუხისმგებელი წყლის სისუფთავეზე.
* იყენებენ თუ არა საწარმოები თქვენს სოფელში მდებარე
მდინარეს.
* გაარკვიეთ, საიდან მოედინება და სად ჩაედინება თქვენი
სოფლის მდინარე. შექმენით მდინარის მიმდებარე ტერიტორიების რუკა. არის თუ არა იმ ტერიტორიებზე
დაბინძურების კერები.
* რა სახის ნარჩენებით ბინძურდება მდინარე და რა შეიძლება
მოჰყვეს მდინარის დაბინძურებას.
*რა ღონისძიებების განხორციელება არის შესაძლებელი მდინარის
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
პროექტი კავშირშია: საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფთან
და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან (თემის შინაარსი, აქტივობები).
შედეგი: ისწავლიან პრობლემის
გამოკვეთას, მის გადასაჭრელად აქტივობების დაგეგმვას,თანამონაწილეობითი აქციები ზრდის
მოსწავლეთა პასუხისმგებლობას და უყალიბებს ბუნებრივი გარემოს გაფრთხილების სურვილს
და უნარს.
პროექტის ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა: lalibancuri@gmail.com.
Subscribe to:
Posts (Atom)